შსს ავრცელებს იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის აუდიო ჩანაწერს

გამოქვეყნდა:

შსს-მ დღევანდელ ბრიფინგზე გაასაჯაროვა ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ზარის აუდიო ჩანაწერი, რომელიც მან 112-ში განახორციელა. 

ბრეგვაძე ოპერატორთან საუბრისას ითხოვს, რომ საპატრულო ეკიპაჟი მალე მოვიდეს, რადგან ინციდენტის მონაწილეები მანქანით არიან და შეიძლება წავიდნენ. ფოტოგრაფის პირველი ზარის შემდეგ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ის ვერ იპოვა, ამიტომაც 112-ის ოპერატორი მას განმეორებით, საკუთარი ინიციატივით ურეკავს და ამ ჯერზე ბრეგვაძე მას არაგვის ხიდს უსახელებს და ამბობს, რომ იქ დამნაშავეები არიან, რომლებიც გადმოვიდნენ მანქანიდან და მისი თქმით, "დაგვაყარეს" და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის სწრაფად მოსვლას ითხოვს. საუბრის ბოლოს კი ბრეგვაძე ამბობს, რომ ყველა დაიშალა, შესაბამისად საპატრულო პოლიციის მოსვლას აზრი არ აქვს და სთხოვს ოპერატორს, რომ გამოძახება გააუქმოს.  

შს-ს მინისტრის მოადგილე ბორცვაძე ამბობს, რომ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე შსს-ს ასაჯაროვებს ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის განხორციელებულ ზარს 112-ში და ასევე 112-ის ოპერატორის ზარს, რომელიც ბრეგვაძის ადგილმდებარეობის დაზუსტებას ცდილობს. ბორცვაძის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ავტოსამრეცხაოს მიმდებარედ გარკვეულ ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, ბრეგვაძემ დატოვა შემთხვევის ადგილი, გაიქცა და დაიმალა შენობაში, რის შემდეგაც დაუკავშირდა 112-ს და უთხრა ოპერატორს, რომ ადგილი აქვს ფიზიკურ დაპირისპირებას, ჩხუბობს დაახლოებით 10 ადამიანი, თუმცა ამავე შეტყობინებაში ბრეგვაძე ვერ ასახელებს მისი ზუსტ ლოკაციას და ამბობს, რომ იმყოფება მცხეთის ტერიტორიაზე, ერთ-ერთი გაუქმებული შენობის ახლოს. 

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამ ზარის პარალელურად საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ცდილობენ მისი ადგილმდებარეობის დადგენას, თუმცა ვერ ადგენენ და ამის გამო 112-ის ოპერატორი თავარ ურეკავს ბრეგვაძეს, რომელიც ეუბნება, რომ იმყოფება მცხეთა მთიანეთის ტერიტორიაზე, არაგვის ხიდებთან, მაგრამ ამავდროულად უმარტავს, რომ ჩხუბი დასრულებულია და აუქმებს შეტყობინებას. ბორცვაძის თქმით, ამის მიუხედავად ოპერატორი აზუსტებინებს მას ლოკაციას და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ეძებს მას, პოულობს და მიყავს თბილისში. 

ბორცვაძის თქმით, ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მოქმედების სამართლებრივ მხარეს შსს-ს გენერალური ინსპექცია იკვლევს და მათი მხრიდან რაიმე გადაცდომის გამოკვეთის შემთხვევაში, მასალები გენერალურ პროკურატურაში გადაიგზავნება.  

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი